Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
განაცხადის გაფორმების შესახებ რეკომენდაცია

    წინამდებარე რეკომენდაციები შემუშავებულია "საქართველოს საპატენტო კანონის” შესაბამისად და ადგენს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის  პატენტის მისაღებად შედგენილი განაცხადის "საქპატენტში” წარსადგენი გაფორმების მოთხოვნებს.

   

   გამოგონების და სასარგებლო მოდელის დასაცავი ობიექტებია: მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ავტომატური და უწყვეტი ნაკადური ხაზები, ხელსაწყოები, იარაღები, ელ. სქემები და ა.შ.);

ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);

ნივთიერება (ნარევები, ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები და ა.შ.;

მიკროორგანიზმის შტამები;

ადრე ცნობილი მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების, შტამის ახალი დანიშნულებით გამოყენება.

 

   განაცხადი პატენტის მიღებაზე უნდა შეიცავდეს:

განცხადებას დადგენილი ფორმით;

გამოგონების აღწერილობას;

გამოგონების ან სასაგებლო მოდელის ფორმულას;

ნახაზებს და სხვა მასალებს, თუ ისინი არსის ასახსნელად არის აუცილებელი;

რეფერატს.

 

         გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობა  

   გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობა უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი თანმიმდევრობით:

გამოგონების დასახელება. გამოგონების დასახელება უნდა იყოს მისი დანიშნულების გამომხატველი, შეესაბამებოდეს მის არსს;

დასახელების ზემოთ მარჯვენა კუთხეში მიზანშეწონილია მიეთითოს გამოგონებათა საერთაშორისო საპატენტო საკლასიფიკაციო ინდექსი;

ტექნიკის დარგი და გამოყენების ის კონკრეტული სფერო, რომელსაც მიეკუთვნება გამოგონება ან სასარგებლო მოდელი;

ტექნიკის დონე (იმ მოცულობით, რაც ცნობილია განმცხადებლისათვის);

გამოგონების არსი;

ფიგურების (ნახაზების) ნუსხა (თუ ისინი თან ერთვის განაცხადს);

გამოგონების განხორციელების მაგალითი.

 

 

          გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულა

  ფორმულა არის იმ არსებით ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს

გამოგონებას ან სასრგებლო მოდელს აღწერილობაში მითითებული ტექნიკური შედეგის მისაღწევად. გამოგონების ფორმულა შეიძლება იყოს ერთ- ან მრავალმუხლიანი. გამოგონებისაგან განსხვავებით სასარგებლო მოდელის ფორმულა უნდა იყოს ერთმუხლიანი.

    ფორმულა უნდა შედგებოდეს:

ა)       შემომფარგვლელი ნაწილისგან, რომელშიც მოყვანილია ის არსებითი ნიშნები, რომლებიც ერთობლიობაშია ან ცალკ-ცალკე ეკუთვნის  ტექნიკის დონეს. (იგულისხმება საერთო არსებითი ნიშნები ტექნიკის არსებულ დონესთან);

ბ)       განმასხვავებელი ნაწილისაგან, რომელშიც მოყვანილია ის არსებითი ნიშნები, რომელიც შემომფარგვლელ ნაწილში მოყვანილ არსებით ნიშნებთან ერთობლიობაში განსაზღვრავენ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ობიექტს. (იგულისხმება განაცხადში მოყვანილი ის არსებითი ნიშნები, რომლებიც განსხვავებულია ტექნიკის არსებულ დონესთან);

 

 

           რეფერატი

    რეფერატი გამოგონების აღწერილობის მიკლე შინაარსია და გადმოსცემს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ტექნიკურ არსს. იგი უნდა შეიცავდეს

ტექნიკურ შედეგს, გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ტექნიკურ არსს და   

გამოყენების სფეროს. 

   რეფერატი მიზანშეწონილია მთავრდებოდეს მონაცემებით ფორმულის მუხლების, აღწერილობაში გამოყენებული ნახაზების (ფიგურების) და ცხრილების შესახებ.      

    რეფერატის ტექსტი სასურველია არ აღემატებოდეს 1000 ნაბეჭდ ნიშანს.           

 

 

   განცხადება პატენტის მიღებაზე, აღწერილობა, ფორმულა, რეფერატი და ნახაზები "საქპატენტს” წარედგინება ორ ეგზემპლიარად. სხვა დამატებითი მასალები შეიტანება ერთ ეგზემპლიარად.

   აღწერილობის, ფორმულის და რეფერატის ტექსტები იბეჭდება 2 ინტევალით.

   განცხადება უნდა იყოს შეტანილი მხოლოდ ქართულ ენაზე

   თუ საგანაცხადო მასალა უცხო ენაზეა წარდგენილი, შეტანის თარიღიდან 2 თვის ვადაში უნდა იქნეს წარდგენილი მისი თარგმანი.

    განმცხადებელი ან წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი თარგმანის ავთენტიკურობა.

      

 განცხადებასთან ერთად ბარდება:

 

გამოგონების / სასარგებლო მოდელის  აღწერილობა – 2 ეგზ

გამოგონების / საარგებლო მოდელის ფორმულა – 2 ეგზ., აქვე უნდა მიუთითოთ გამოგონების ანალოგი ან პროტოტიპი

რეფერატი – 2 ეგზ.

იბეჭდება ცალ-ცალკე ფურცლებზე
     
      რეფერატი უნდა შეიცავდეს:

 

  • ტექნიკურ შედეგს
  • არსს
  • გამოყენების სფეროს

     

     

     

     

     

    იხილე განაცხადების ნიმუშები საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის მიხედვით

    განყოფილება A – ადამიანის პირველადი მოთხოვნილების საგნები

    კანის ჩირქოვანი დაავადებების მალამო

    თაფლის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებები

    ხანძრის ლოკალიზაციის მოწყობილობა

    ქვაზე გამომცხვარი შავი პურის წარმოების ხერხი

    კვების პროდუქტი ფუტკრის თაფლით

    ჩაის ფოთლის საღნობი მოწყობილობა

    კვების პროდუქტების დასაჭრელი მოწყობილობა

    ჩაის წარმოების ხერხი

    თხილის გულის მოხალვის ხერხი

  •  

    განყოფილება B – ტექნიკური პროცესები; ტრანსპორტირება

    მეტალურგიული წიდების გადამუშავების ხერხი

    ფოროვანი ნაკეთობების წყალშთანთქმადობის შემცირების ხერხი

     

    განყოფილება C – ქიმია, მეტალურგია

    პროტეოლიზური ფერმენტების პროდუცენტი

    ჰალობაქტერიის შტამი, მისი კულტივირების ხერხი

    ალუმინის საფუძველზე კომპოზიციური მასალის მიღების ხერხი

    მილისებრი ან ცილინდრული ფორმის დენთის დასაჭრელი მოწყობილობა

    მინის ბოჭკოს შემადგენლობა

    ბალზამი

    ინგრედიენტების კომპოზიცია არყისათვის

     

    განყოფილება E – მშენებლობა; სამთო საქმე; სტაციონარული ნაგებობები

    ელექტრონული საიდუმლო საკეტი

    არმირებული ბეტონისაგან ნაკეთობის დამზადების ხერხი

    წინასწარდაძაბული სამშენებლო ელემენტი

    ყალიბი მილების შეერთების ადგილის დასაბეტონებლად

     

    განყოფილება F – მექანიკა; განათება; გათბობა; იარაღი; ასაფეთქებელი სამუშაოები

    შიგაწვის ძრავი

     

    განყოფილება G – ფიზიკა

    ქიმიური ნივთიერების კანცეროგენობის განსაზღვრის ხერხი

     

    განყოფილება D – საფეიქრო ნაწარმი; ქაღალდი

      აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევის ხერხი
     

    განყოფილება H – ელექტრობა

    აზოტის იზოტოპის კონცენტრაციის განსაზღვრის მას–სპექტრომეტრული ხერხი


    tag: