Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საერთაშორისო განაცხადი

რა არის შეთანხმება საპატენტო კოოპერაციაზე PCT ?

ეს არის საერთაშორისო შეთანხმება, რომლის ადმინისტრაციულ ფუნქციებს

ასრულებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო), პარიზის კონვენციის წევრ ქვეყნების შეთანხმებით. PCT იძლევა უფლებას მოითხოვოთ გამოგონებაზე პატენტის დაცვა ერთდროულად დიდი ოდენობის ქვეყნებში ერთი საერთაშორისო საპატენტო განაცხადის წარდგენის(შეტანის) გზით, რამოდენიმე ცალკეული ეროვნული ან რეგიონალური საპატენტო განაცხადის შეტანის მაგივრად. პატენტის გაცემა ხორციელდება ეროვნული ან რეგიონალური საპატენტო უწყებების კონტროლის ქვეშ ე.წ. ეროვნული ფაზის გავლით.

მოკლედ, ზოგადი სახით PCT- ის პროცედურა მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

განაცხადის წარდგენა: თქვენ წარადგენთ საერთაშორისო განაცხადს, რომელიც PCT- ის თანახმად აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს, ერთ ენაზე და იხდით ერთ საბაჟო ნაკრებს.

საერთაშორისო ძიება: საერთაშორისო საძიებო ორგანო (სსო) (ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიო საპატენტო უწყება) ახდენს გამოქვეყნებული დოკუმენტების იდენტიფიცირებას, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ

თქვენი გამოგონების პატენტუნარიანობაზე, და ამზადებს დასკვნას თქვენი გამოგონების პოტენციური პატენტუნარიანობის შესახებ.

საერთაშორისო პუბლიკაცია: ყველაზე ადრეული შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლის შემდეგ თქვენი საერთაშორისო განაცხადი ცნობილი ხდება ფართო საზოგადოებისათვის.

წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზა: წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის ორგანო (წსეო) (ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიო საპატენტო უწყება) თქვენი თხოვნით აწარმოებს პატენტუნარიანობის დამატებით ანალიზს, როგორც წესი, თქვენი განაცხადის კორექტირებული ვერსიის საფუძველზე.

ეროვნული ფაზა: PCT ის პროცედურის დამთავრების შემდეგ თქვენ ითხოვთ ეროვნული (ან რეგიონალური) პატენტის გაცემას უშუალოდ იმ საპატენტო ქვეყნების უწყებებში, სადაც გინდათ რომ მიიღოთ პატენტები.

თუ თქვენ გაქვთ გამოგონება და გსურთ მისი დაცვა რამდენიმე ქვეყანაში, არსებობს რამდენიმე გზა: (ა) თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად შეიტანოთ ცალკეული განაცხადი ყველა ქვეყანაში; (ბ) თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი პარიზის კონვენციის წევრ ქვეყანაში შემდგომი შეტანით პარიზის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებში; (გ) თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი PCT ის პროცედურის მიხედვით, რაც წარმოადგენს უფრო მარტივ და ეკონომიურ ვარიანტს წინა ორთან შედარებით.

 განაცხადის წარდგენა

ზოგადი სახით თქვენი საერთაშორისო საპატენტო განაცხადი, საერთაშორისო წარდგენის თარიღის დასადგენად მინიმუმი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ითვლება როგორც შეტანილი ეროვნული საპატენტო განაცხადი PCT-ის წევრ ყველა ქვეყანაში. საერთაშორისო საპატენტო განაცხადი უნდა შედგებოდეს გარკვეული ფორმალური მოთხოვნების შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს მითითებული შეთანხმება და ინსტრუქცია, რომელიც მოქმედებს PCT-ის წევრი ყველა ქვეყნისათვის.

თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საერთაშორისო საპატენტო განაცხადი, თუ ხართ

მოქალაქე ან პირი, რომელიც ცხოვრობს PCT-ის შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთ წევრ ქვეყნაში. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო განაცხადში მითითებულია რამდენიმე განმცხადებელი, ერთ-ერთი მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნას.

  საერთაშორისო საპატენტო განაცხადიუნდა შეიტანოთ თქვენს ეროვნულ საპატენტო უწყებაში: საქართველოს ინტელექტუალური საკუტრების ცენტრში საქპატენტში. ეს უწყება მოქმედებს როგორც მიმღები უწყება PCT-ის შესაბამისად.

თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საერთაშორისო საპატენტო განაცხადი PCT-ის პროცედურის მიხედვით ელექტრონული ფორმით იმ მიმღებ უწყებებში, რომლებიც უშვებენ წარდგენას ასეთი ფორმით. Gგანმცხადებლები, რომლებიც წარადგენენ განაცხადს ელექტრონული ფორმით PCT-ის პროცედურის მიხედვით, აქვთ უფლება ბაჟის გარკვეული ნაწილის შემცირებაზე PCT-ის ფარგლებში.

განმცხადებელი PCT-ის პროცედურის მიხედვით, როგორც წესი, საერთაშორისო განაცხადის შეტანისას იხდით სამი სახის საფასურს: შეტანის, ძიების და გადაგზავნების საფასურს.

საფასური, რომელიც უნდა გადაიხადოთ ეროვნულ ფაზაზე შესასვლელად შეიძლება მოიცავდეს განაცხადის თარგმანის ბაჟს, ეროვნულ ან რეგიონალურ უწყებაში წარსადგენ ბაჟს და ადგილობრივი პატენტრწმუნებულის მომსახურეობის ბაჟს. აგრეთვე უნდა გახსოვდეთ, რომ გაცემულ პატენტზე თქვენ აუცილებლად უნდა გადაიხადოთ ბაჟი პატენტის შენარჩუნებისათვის ყველა ქვეყანაში, რათა მათ განაგრძონ მოქმედება.

უმეტეს შემთხვევაში თქვენს განკარგულებაში 18 თვე საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღიდან (ან 30 თვე პირველადი საპატენტო განაცხადის

შეტანის თარიღიდან) დაიწყოთ პროცედურები ეროვნული ფაზის ფარგლებში ცალკეულ საპატენტო უწყებებთან. ეს ნიშნავს, რომ PCT-ის პროცედურის ფარგლების გარეშე PCT-ის პროცედურის გამოყენებით თქვენს განკარგულებაშია არა უმცირეს დამატებით 18 თვე, რათა თქვენ შესძლოთ ეროვნული ფაზის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეს დრო შეიძლება გამოყენებულ იქნეს პატენტის აღების შესაძლებლობის, კომერციული გამოყენების და ტექნიკური ღირებულების შესაფასებლად.

ეროვნული ფაზის გავლისას თითოეული საპატენტო უწყება პასუხისმგებლობას იღებს ექპერტრიზის ჩატარებაზე შესაბამისად ეროვნული თუ რეგიონალური საპატენტო კანონმდებლობით, წესებით და პრაქტიკით.

განმცხადებლები, რომელთაც სურთ დაიცვან გამოგონება სხვადასხვა ქვეყანაში, პირველად წარადგენენ ეროვნულ ან რეგიონალურ საპატენტო განაცხადს თავიანთ საპატენტო უწყებაში, და 12 თვის განმავლობაში პირველადი განაცხადის შეტანის თარიღიდან, ისინი წარადგენენ ამ განაცხადს PCT- ის პროცედურის მიხედვით. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ პრიორიტეტი ერთი ან რამდენიმე შედარებით ადრე წარდგენილი განაცხადებისა ამ გამოგონებაზე, იყოს ეს თუნდაც ეროვნული, რეგიონალური ან საერთაშორისო განაცხადები, ვადაში რომელიც არ აჭარბებს 12 თვეს ყველაზე ადრეული განაცხადის შეტანის თარიღს. თუ თქვენ არ ითხოვთ ადრე შეტანილი განაცხადის პრიორიტეტს, PCT-ის პროცედურის მიხედვით, საერთაშორისო განაცხადს მიენიჭება პრიორიტეტის თარიღის ნაცვლად მიენიჭება საერთაშორისო განაცხადის წარდგენის თარიღი.

საქპატენტში საერთაშორისო საპატენტო განაცხადის წარდგენა ხდება რუსულ ან ინგლისურ ენებზე.
 

საერთაშორისო ძიება

საქართველოს მოქალაქეების ან მაცხოვრებლების მიერ საქპატენტში შემოტანილი საერთაშორისო განაცხადები საერთაშორისო ძიების ეტაპს გაივლის რუსეთის ფედერაციის ან ევროპის საპატენტო უწყებაში.

საერთაშორისო ძიება PCT-ის პროცედურის მიხედვით ეს არის ძიება შესაბამის

საპატენტო დოკუმენტაციასა და სხვა ტექნიკურ ლიტერატურაში. საერთაშორისო ძიების საფუძველზე მზადდება საერთაშორისო ძიების ანგარიში და წერილობითი შეტყობინება (დასკვნა) თქვენი გამოგონების პატენტუნარიანობის შესახებ.

საერთაშორისო ძიების ანგარიში ძირითადად შედგება გამოქვეყნებული საპატენტო დოკუმენტებისა და ტექნიკურ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების მითითებისაგან, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ წარდგენილი საერთაშორისო განაცხადის გამოგონების პატენტუნარიანობაზე.

თუ საერთაშორისო ძიების ანგარიში არის არასახარბიელო (მაგ.: მასში მოცემული დოკუმენტები ეჭვის ქვეშ აყენებს თქვენი განაცხადის სიახლეს და/ან საგამომგონებლო დონეს), თქვენ გაქვთ საშუალება შეცვალოთ თქვენი საერთაშორისო განაცხადის ფორმულა და გამოაქვეყნოთ იგი, ან გამოითხოვოთ განაცხადი მის პუბლიკაციამდე.

სსო საერთაშორისო ძიების ანგარიშთან ერთად ამზადებს წერილობით შეტყობინებას (დასკვნას)- რომელიც არის წინასწარი და არააუცილებელი- იმის

მიხედვით, აკმაყოფილებს თუ არა გამოგონება პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს ძიების ანგარიშის საფუძველზე. ეს დასკვნა გეგზავნებათ თქვენ და ისმოს. ეს დასკვნა გეხმარებათ რათა გაანალიზოთ ძიების ანგარიშის შედეგები თქვენი საერთაშორისო განაცხადისათვის, რაც ძალიან სასარგებლოა თქვენთვის, რომ თქვენ შეაფასოთ თქვენი შანსი პატენტის მისაღებად, დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებისას. განმცხადებელს აქვთ უფლება უპასუხონ ამ დასკვნას იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აპირებენ გამოიყენონ წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უპირატესობები.

თუ თქვენ არ მოითხოვეთ წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება, სსო-ის მიერ გაკეთებული წინასწარი საერთაშორისო ძიების ანგარიშის დასკვნა პატენტუნარიანობის შესახებ ითვლება ძირითადად.

საერთაშორისო ძიების ანგარიში პრიორიტეტის თარიღიდან 30 თვის განმავლობაში ხდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის.

საერთაშორისო საპატენტო განაცხადის შეტანის თარიღიდან მეოთხე ან მეხუთე თვეზე სსო-მ უნდა გამოგიგზავნოთ საერთაშორისო ძიების ანგარიში და დასკვნა.

საერთაშორისო პუბლიკაცია

განაცხადის პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის შემდეგ ისმო აქვეყნებს საერთაშორისო განაცხადს საერთაშორისო ძიების ანგარიშთან ერთად. თქვენ ღებულობთ საერთაშორისო განაცხადის ასლს და ასეთივე ასლები ეგზავნებათ PCT-ის წევრ ქვეყნებსაც.

წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზა

წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზა ეს არის მეორე შეფასება გამოგონების პოტენციური პატენტუნარიანობის შესახებ იგივე სტანდარტების გამოყენებით, რის საფუძველზეც სსო ამზადებს წერილობით შეტყობინებას (დასკვნას). თუ თქვენ გსურთ რომ შეიტანოთ ცვლილებები საერთაშორისო განაცხადში დასკვნის საფუძველზე, წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზა განიჭებთ ერთჯერად საშუალებას აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა ექპერტიზაში დაგავლენა მოახდინოთ ექსპერტიზის მსვლელობაზე ეროვნულ ფაზაში გადასვლამდე. თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ შესწორებები და განმარტებები.

ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ მზადდება წინასწარი საერთაშორისო დასკვნა პატენტუნარიანობის შესახებ.

თქვენთვის გამოგზავნილი წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა ასლებთან ერთად, გამოგზავნილი ისმო-ს მიერ, წარმოადგენს დასკვნას გამოგონების ფორმულის თითოეული მუხლის პატენტუნარიანობის შესახებ კრიტერიუმს, რომლებზეც მიმდინარეოდა ძიება. პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება რჩება ცალკეული ეროვნული ან რეგიონალური უწყების კომპეტენციში. წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა პატენტუნარინობის შესახებ მიიღება მხედველობაში უწყების მიერ, მაგრამ არ წარმოადგენს სავალდებულოს.

საერთაშორისო პუბლიკაციამდე (პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის შემდეგ) არავთარ მესამე მხარეს არა აქვს თქვენ საერთაშორისო განაცხადთან დაშვების უფლება თქვენი ნებართვის გარეშე. თუ თქვენ გსურთ გამოიტანოთ განაცხადი პუბლიკაციმდე, მაშინ საერთაშორისო პუბლიკაცია არ ხდება და თქვენ განაცხადზე დაშვების უფლება მესამე მხარეს არა აქვს. პუბლიკაციის შემთხვევაში მესამე მხარეს შეუძლია თქვენი განაცხადის თანდართულ დოკუმენტებზე მოითხოვოს ასლები.

ეროვნული ფაზა

როგორც კი მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენ განაცხადთან მიმართებაში პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ და აირჩიეთ ქვეყნები, უნდა დააკმაყოფილოთ მოთხოვნები ეროვნულ ფაზაზე შესასვლელად.ეს მოთხოვნები მოიცავს ეროვნული საფასურის გადასახადს და ზოგ შემთხვევაშიგანაცხადის თარგმანის წარდგენას. უმეტეს საპატენტო უწყებებში ეს საფეხური უნდა განხორციელდეს პრიორიტეტის თარიღიდან 30 თვიანი ვადის გასვლამდე.ეროვნულ ფაზაზე შესვლასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს სხვა მოთხოვნებიც, მაგალითად, ადგილობრივი პატენტრწმუნებულის დანიშვნა.როდესაც განაცხადი ხვდება ეროვნულ ფაზაზე, შესაბამისი ეროვნული ან რეგიონალური საპატენტო უწყება იწყებს თქვენთვის პატენტის გაცემის განსაზღვრის პროცესს. ნებისმიერი ექსპერტიზა, რომლებსაც ეს უწყებები აწარმოებენ, ადვილდება საერთაშორისო ანგარიშით და წერილობითი შეტყობინებით (დასკვნით) PCT- ის ფარგლებში, რომელიც გაძლევთ საშუალებას ეროვნული პორცედურის დაწყებამდე შეიტანოთ ცვლილებები გამოგონების ფორმულაში. უფრო მეტ საშუალებებს იძლევა წინასწარი საერთაშორისო ძიებაც. რადგან თქვენ ასევე აკეთებთ ეკონომიას, რადგან სამუშაო გაწეული განაცხადის საერთაშორისო დამუშავებისას, როგორც წესი, არ მეორდება ცალკეულ უწყებაში.


tag: