Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სასარგებლო მოდელზე ექსპერტიზის პროცედურა

სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად განაცხადი გადის გამოგონებაზე პატენტის მისაღებად განაცხადის წარმოდგენის მსგავს პროცედურას.

ფორმალური მოთხოვნები განაცხადის მიმართ გამოგონების განაცხადისადმი წაყენებული მოთხოვნების იდენტურია, ასევე იგივეა ფორმალური მოთხოვნების ექსპეტიზის პროცედურული მოთხოვნები, რომელიც ტარდება განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შემდეგ (იხ. გამოგონებაზე ექსპერტიზის პროცედურა).

ანალოგიურია დაცვის ობიექტის დადგენის პროცედურაც, რომელსაც მოსდევს არსობრივი ექსპერტიზა სიახლეზე. დაცვის ობიექტის დადგენის სტადია პროცედურულად და არსობრივად არ განსხვავდება გამოგონების ექსპერტიზისაგან (იხ. გამოგონებაზე ექსპერტიზის პროცედურა).

სიახლის დასადგენად ტარდება საპატენტო ძიება, რომელიც თავისი მოცულობით განსხვავდება გამოგონებისათვის დადგენილისაგან.

ძიების ჩატარების ფარგლები მოიცავს მხოლოდ საქპატენტში შემოტანილ განაცხადებსა და გაცემულ პატენტებს. იმ შემთხვევაში, თუ არ აღმოჩნდა განცხადებული სასარგებლო მოდელის არსებითი ნიშნების ერთობლიობის მომცველი იდენტური განაცხადი ან პატენტი, გამოიტანება დადებითი გადაწყვეტილება სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემის თაობაზე. 

შესაბამისად, თუ ზემოთ აღწერილი პროცედურების შედეგად დადებითად გადაწყდება პატენტის გაცემის საკითხი, მაშინ განმცხადებელს ეგზავნება საქპატენტის გადაწყვეტილება.

შემდეგ ეტაპზე ხდება გამოქვეყნება (იხ. გამოგონებაზე ექსპერტიზის პროცედურა) და საქპატენტი ელოდება 3 თვის გასვლას. თუ დროის ამ პერიოდში სააპელაციო პალატაში არ შემოვა მესამე პირთა შედავება, გაიცემა პატენტი.

სასარგებლო მოდელზე გაცემული პატენტის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.


tag: