Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ლისაბონის შეთანხმება

ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ
(მოკლე მიმოხილვა)

შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა, ანუ დაცვა "ქვეყნის, რეგიონის ან ადგილის გეოგრაფიული სახელისა, რომელიც გამოიყენება იქ წარმოშობილი პროდუქციის მოსანიშნად, რომლის ხარისხი და მახასიათებლები მთლიანად ან არსებითად განპირობებულია გეოგრაფიული გარემოთი, ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორების ჩათვლით" (მუხლი 2). ასეთი სახელები რეგისტრირდება ისმო-ს საერთაშორისო ბიუროს მიერ ჟენევაში შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოთა უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე. საერთაშორისო ბიურო რეგისტრაციის შესახებ შეტყობინებას უგზავნის ხელშეკრულების მონაწილე დანარჩენ სახელმწიფოებს. ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის ვადაში განაცხადოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების დაცვას. რეგისტრირებული ადგილწარმოშობისათვის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანაში დაცვის მინიჭების შემდეგ დასახელება არ შეიძლება გამოცხადდეს გვარეობითად გარდაქმნილად, ვიდრე მისი დაცვა გრძელდება წარმოშობის ქვეყანაში. 2001 წლის 15 ოქტომბრისათვის 842 ადგილწარმოშობის დასახელება იქნა რეგისტრირებული, რომელთაგან 773 ჯერ კიდევ ძალაშია.

ლისაბონის შეთანხმებით შეიქმნა კავშირი. კავშირს გააჩნია ასამბლეა. ასამბლეის წევრად ითვლება კავშირის წევრი ყოველი სახელმწიფო, რომელიც მიუერთდა სტოკჰოლმის აქტის ადმინისტრაციულ ან ფინალურ მუხლებს მაინც.ლისაბონის შეთანხმება დაიდო 1958 წელს, გადაისინჯა 1967 წელს სტოკჰოლმში და შესწორდა 1979 წელს.

შეთანხმება (რომლის სრული ვერსია გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე www.wipo.int/treaties) ღიაა სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის (1883 წ) წევრი სახელმწიფოებისათვის. რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტები დეპონირებული უნდა იყოს ისმო-ს გენერალურ დირექტორთან.

 

სრული ტექსტი

ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ

        31 ოქტომბერი 1958 წ.

გადასინჯულია 1967 წლის 14 ივლისს სტოკჰოლმში და შეტანილია ცვლილებები 1979 წლის 28 სექტემბერს

 

 

მუხლი 1 (სპეციალური კავშირის შექმნა; საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა) 1)

(1) ქვეყნები, რომელზეც ეს შეთანხმება ვრცელდება, ქმნიან სპეციალურ კავშირს სამრეწველო საკუთრების დაცვის კავშირის ფარგლებში. (2) ეს ქვეყნები, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, ვალდებულებას იღებენ თავიანთ თერიტორიაზე დაიცვან სპეციალურ კავშირში შემავალი სხვა ქვეყნების პროდუქციის ადგილწარმოშობის დასახელებები, რომლებიც ასეთად აღიარებული და დაცულია წარმოშობის ქვეყანაში და რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ბიუროში (შემდგომში "საერთაშორისო ბიურო” ან "ბიურო”), რომელიც მითითებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომში "ორგანიზაცია") დამფუძნებელ კონვენციაში.

მუხლი 2 (ადგილწარმოშობის დასახელებისა და წარმოშობის ქვეყნის ცნებების განსაზღვრება)

(1) ამ შეთანხმების მიხედვით "ადგილწარმოშობის დასახელება” ნიშნავს ქვეყნის, რაიონის ან ადგილის გეოგრაფიულ სახელწოდებას, რომელიც გამოიყენება იქ წარმოშობილი იმ პროდუქციის მოსანიშნად, რმოლის ხარისხი და მახასითებლები განსაკუთრებულად ან არსებითად განპირობებულია გეოგრაფიული გარემოთი, ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორების ჩათვლით.

(2) წარმოშობის ქვეყანა არის ქვეყანა, რომლის სახელიც, ან ქვეყანა, რომელშიც მდებარე რეგიონის ან ადგილის სახელიც შეადგენს ადგილწარმოშობის დასახელებას, რომელმაც შესძინა პროექტის რეპუტაცია.

1) მუხლებს სათაურები მიეცა მათი იდენტიფიცირების გაიოლების მიზნით, ხელმოწერილ ფრანგულ ტექსტში არ არის არცერთი სათაური

მუხლი 3 (დაცვის არსი)

დაცვა უზრუნველყოფს ნებისმიერი უკანონო მითვისების ან იმიტაციის თავიდან აცილებას მაშინაც კი, როდესაც პროდუქციის ნამდვილი წარმოშობა აღნიშნულია ან ადგილწარმოშობის დასახელება გამოიყენება თარგმანის სახით ან მას ერთვის ისეთი ტერმინები, როგორებიცაა "სახის”, "ტიპის”, "დამზადებულია”, "იმიტაცია” და სხვა.

მუხლი 4 (დაცვა სხვა აქტების საფუძველზე)

ამ შეთანხმების დებულებები არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს დაცვას, რომელიც უკვე ვრცელდება ადგილწარმოშობის დასახელებებზე სპეციალური კავშირის თითოეულ ქვეყანაში სხვა ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საუძველზე, როგორიცაა 1883 წლის 20 მარტის პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ და მისი შემდგომი რედაქციები და 1891 წლის 14 აპრილის მადრიდის შეთანხმება საქონლის წარმოშობის ყალბი და შეცდომაში შემყვანი აღნიშვნების აღკვეთის შესახებ და მისი შემდგომი რედაქციები ან ეროვნული კანონმდებლობის ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 5 (საერთაშორისო რეგისტრაცია; უარი და უარის გაპროტესტება, შეტყობინებები; გამოყენების დაშვება ფიქსირებულ პერიოდში).

(1) ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია ხორციელდება საერთაშორისო ბიუროში, სპეციალური კავშირის ქვეყნების უწყებების მოთხოვნით, როგორც საჯარო, ისე კერძო იურიდიული ან ფიზიკური პირების სახელზე, რომელთაც ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვთ გამოიყენონ ასეთი ადგილწარმოშობის დასახელებები.

(2) საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ ატყობინებს სპეციალური კავშირის სხვადასხვა ქვეყნების უწყებებს ასეთი რეგისტრაციების შესახებ და მათ აქვეყნებს პერიოდულ გამოცემაში.

(3) ნებისმიერი ქვეყნის უწყებას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს იმ ადგილწარმოშობის დასახელების დაცვას, რომლის რეგისტრაციის შესახებაც მას ეცნობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განცხადება უარის თქმის საფუძვლების მითითებით საერთაშორისო ბიუროში წარდგენილია რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში და იმ პირობით, რომ ასეთი განცხადება არ მიაყენებს ზიანს ამ ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის სხვა ფორმებს, რომელთა მოთხოვნის უფლება შიძლება ჰქონდეს ამ ნიშნის მფლობელს მე-4 მუხლის შესაბამისად.

(4) ასეთი განცხადება არ შიეძლება წარდგენილ იქნეს კავშირის ქვეყნების უწყებების მიერ წინა პუნქტში გათვალისწინებული ერთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.

(5) საერთაშირისო ბიურო წარმოშობის ქვეყნის უწყების შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ატყობინებს მე-(3) პუნქტის პირობების შესაბამისად სხვა ქვეყნების უწყებების მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადების შესახებ. დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც ეცნობა მისი ეროვნული უწყებისაგან სხვა ქვეყნის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, შეუძლია მიმართოს სამართლებრივი და ადმინისტაციული დაცვის ყველა საშუალებას, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ქვეყნის მოქალაქეთათვის.

(6) თუ ადგილწარმოშობის დასახელება, რომელსაც მოცემულ ქვეყანაში მიენიჭა დაცვა მისი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების თანახმად, უკვე გამოიყენებოდა ამ ქვეყანაში მესამე პირების მიერ ასეთი შეტყობინების მიღებამდე, აღნიშნული ქვეყნის კომპენტეტურ უწყებას აქვს უფლება მესამე პირებს მისცეს ვადა, არა უმეტეს ორი წლისა, რომ მათ შეწყვიტონ ამგვარი გამოყენება, იმ პირობით, რომ აღნიშნული უწყება შესაბამისად მიმართავს საერთაშორისო ბიუროს მე-(3) პუნქტით გათვალისწინებული ერთწლიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

მუხლი 6 (გვარეობითი სახელები)

ადგილწარმოშობის დასახელება, რომელსაც მიენიჭა დაცვა სპეციალური კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში მე-5 მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არ შეიძლება ამ ქვეყანაში მიჩნეულ იქნეს, როგორც გვარეობითად გარდაქმნილი, ვიდრე წარმოშობის ქვეყანაში იგი დაცულია, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება.

მუხლი 7 (რეგისტრაციის მოქმედების პერიოდი; საფასური)

(1) რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ბიურო მე-5 მუხლის შესაბამისად, დაცვას უზრუნველყოფს განახლების გარეშე წინა მუხლში აღნიშნული მთელი პერიოდის განმავლობაში. (2) თითოეული ადგილწარმოშობის დასახელების რეგისატრაციაზე გადახდილ უნდა იქნეს ერთჯერადი საფასური.

მუხლი 8 (სასამართლო წარმოშობა)

სასამართლო პროცესი ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება აღიძრას სპეციალური კავშირის თითოეულ ქვეყანაში ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე: 1. კომპეტენტური უწყების ან პროკურორის მოთხოვნით; 2. ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, საჯარო ან კერძო იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ.

მუხლი 9 (სპეციალირი კავშირის ასამბლეა)

(1) (ა) სპეციალურ კავშირს გააჩნია ასამბლეა იმ ქვეყნების შემადგენლობით, რომლებმაც მოახდინეს ამ აქტის რატიფიცირება ან მიუერთდნენ მას. (ბ) თითოეული ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები. (გ) თითოეული დელეგაციის ხარჯებს თავის თავზე იღებს ის მთავრობა, რომელიც მას ნიშნავს. (2) (ა) ასამბლეა: (I) აწესრიგებს ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება სპეციალური კავშირის შენარცუნებას, განვითარებასა და არსებული შეთანხმების განხორციელებას; (II) საერთაშორისო ბიუროს აძლევს მითითებებს შეთანხმების გადასასინჯად გამიზნული კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით, სპეციალური კავშირის იმ წევრი ქვეყნების შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებსაც არ მოუხდენიათ ამ აქტის რატიფიკაცია ან არ მიერთებიან მას; (II) ცვლის ინსტრუქციებს მე-7(2) მუხლში მითითებული საფასურისა და საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა საფასურების ჩათვლით; (IV) განიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის (შემდგომში "გენერალური დირექტორი”) ანგარიშებსა და საქმიანობას, რომელიც ეხება სპეციალურ კავშირს და მას აძლევს ყველა აუცილებელ ინსტრუქციას იმ საკითხებზე, რომლებიც შედის სპეციალური კავშირის კომპეტენციაში; (V) განსაზღვრავს პროგრამას, ამტკიცებს სპეციალური კავშირის ორწლიან ბიუჯეტსა და ფინანსურ ანგარიშს; (VI) იღებს სპეციალური კავშირის ფინანსურ ინსტრუქციებს; (VII) ქმნის ექსპერტთა ისეთ კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის სპეციალური კავშირის მიზნების მისაღწევად; (VII) განსაზღვრავს, სპეციალური კავშირის იმ არაწევრი ქვეყნების, აგრეთვე იმ სამთავრობოთაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიას, რომელთა დაშვებაც შეიძლება მის სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით; (IX) შეაქვს ცვლილებები მე-9 დან მე-12-მდე მუხლებში; (X) იღებს ნებისმიერ სხვა ზომებს, რომლებიც ხელს უწყობს სპეციალურ კავშირის მიზნების მიღწევას; (XI) ასრულებს ყველა სხვა ფუნქციას, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმებით; (ბ) იმ საკითხებზე, რომლებიც შეადგენს სხვა კავშირების დაინტერესების საგანს, რომელთა ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც ახორციელებს ეს ორგანიზაცია, ასამბლეას გამოაქვს გადაწყვეტილებები ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევების გათვალისწინებით. (3) (ა) ასამბლეის თითოეულ წევრ ქვეყანას გააჩნია ერთი ხმის უფლება. (ბ) ასამბლეის წევრი ქვეყნების ნახევარი შეადგენს ქვორუმს. (გ) როდესაც რომელიმე სესიაზე წარდგენილი ქვეყნების რაოდენობა შეადგენს ასამბლეის წევრი ქვეყნების რაოდენობის ნახევარზე ნაკლებს, მაგრამ ტოლია ან მეტია მათი ერთი მესამედისა, (ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნის მიუხედავად, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ოღონდ ყველა ასეთი გადაწყვეტილება, გარდა მის საკუთარ პროცედურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა, ძალაში შედის ქვემოთ მოყვანილი პირობების შესრულებისას. საერთაშორისო ბიურო გადაწყვეტილებებს უგზავნის ასამბლეის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილნი სესიაზე და სთავაზობს მათ, რომ შეტყობინების დღიდან სამთვიან ვადაში მათ წერილობით აცნობონ, რომ ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ, ან თავს იკავებენ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თუ ამ ვადის გასვლის მომენტისათვის იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ან თავს იკავებენ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან, მიაღწევს ისეთ რაოდენობას, რომელიც აკლია სესიაზე კვორუმის მისაღწევად, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შედის იმ პირობით, თუ ამავე დროს მიღწეული იქნება ხმათა აუცილებელი უმრავლესობა. (დ) ასამბლეის გადაწყვეტილებების მისაღებად, მე-12(2) მუხლის გათვალისწინებით, საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ხმების ორი მესამედი. (ე) კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავებულთა რაოდენობა კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობაში არ ითვლება. (ვ) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყნა და შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ამ ერთი ქვეყნის სახელით. (ზ) სპეციალური კავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც არ არიან ასამბლეის წევრები, სხდომაზე დაიშვებიან დამკვირვებლებად. (4) (ა) ჩვეულებრივ, ასამბლეა სესიაზე იკრიბება ყოველ მეორე კალენდარულ წელიწადში ერთხელ, გენერალური დირექტორის მოწვევით და, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, იმავე დროსა და ადგილზე, სადაც ჩატარდა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა. (ბ) საგანგებო სესიაზე ასამბლეა იკრიბება ასამბლეის წევრი ქვეყნების ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე, გენერალური დირექტორის მოწვევით. (გ) ყოველი სესიის დღის წესრიგი მზადდება გენერალური დირექტორის მიერ. (5) პროცედურისათვის ასამბლეა იღებს თავის საკუთარ წესებს.

მუხლი 10 (საერთაშორისო ბიურო)

(1) (ა) საერთაშორისო ბიურო ახორციელებს საერთაშორისოპ რეგისტრაციას და ასრულებს მასთან დაკავბშირებულ ვალდებულებებს ისევე, როგორც სპეციალური კავშირის სხვა ადმინისტრაციულ ფინქციებს.

(ბ) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო ამზადებს სხდომებს და უზრუნველყოფს ასამბლეისა და ექსპერტთა ისეთი კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების სამდივნოებს, რომელთა შექმნის შესაძლებლობაც აქვს ასამბლეას. (გ) გენერალური დირექტორი არის სპეციალური კავშირის ხელმძღვანელი და წარმოადგენს სპეციალურ კავშირს. (2) გენერალური დირექტორი და ნებისმიერი მის მიერ დანიშნული თანამშრომელი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის ყველა სხდომასა და ექსპერტთა იმ კომიტეტებში ან სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც მათ მიერაა შექმნილი.

(3) (ა) საერთაშორისო ბიურო, ასამბლეის განკარგულებით ამზადებს შეთანხმების ყველა დებულების გადასასინჯ კონფერენციებს, მე-9-დან მე-12 მუხლებში მოცემული დებულებების გარდა.

(ბ) გადასასინჯი კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბიუროს შეუძლია კონსულტაცია მიიღოს სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.

(გ) გენერალურ დირექტორს და მის მიერ დანიშნულ თანამშრომლებს შეუძლიათ ამ კონფერენციების დისკუსიებში მონაწილეობა ხმის უფლების გარეშე.

(4) საერთაშორისო ბიურო ასრულებს ნებისმიერ სხვა მასზე დაკისრებულ ფუნქციას.

მუხლი 11 (ფინანსები)

(1) (ა) სპეციალურ კავშირს გააჩნია თავისი ბიუჯეტი.

(ბ) სპეციალური კავშირის ბიუჯეტი მოიცავს სპეციალური კავშირის საკუთარ შემოსავალს და გასავალს, ბიუჯეტის საერთო ხარჯებისათვის შეტანებს და ორგანიზაციის მიერ კონფერენციების ჩასატარებლად საჭირო თანხას. (გ) ხარჯები, რომლებიც არ ეკუთვნის მხოლოდ სპეციალურ კავშირს, არამედ ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე სხვა კავშირს, რომელსაც მართავს ორგანიზაცია, განიხილება, როგორც კავშირების საერთო ხარჯები. ასეთ საერთო ხარჯებში სპეციალური კავშირის წილი პროპორციულია იმ პროცენტისა, რომელიც სპეციალურ კავშირს აქვს მასში.

(2) სპეციალური კავშირის ბიუჯეტი იქნება იმ სხვა კავშირების ბიუჯეტებთან სათანადო კოორდინაციის გათვალისწინებით, რომელთაც მართავს ეს ორგანიზაცია.

(3) სპეციალური კავშირის ბიუჯეტის დაფინანსება ხდება შემდეგი წყაროებიდან: (I) საერთაშორისო რეგისტრაციისათვის მე-7(2) მუხლის მიხედვით შეკრებილი საფასურები და საერთაშორისო ბიუროს მიერ სპეციალურ კავშირთან მიმართებაში გაწეულ მომსახურებათა სხვა საფასურები და ხარჯები; (II) საერთაშორისო ბიუროს მიერ სპეციალურ კავშირთან მიმართებაში გამოცემული პუბლიკაციების ან როიალტით მიღებული შემოსავალი; (III) საჩუქრები, ანდერძით გადმოცემული საშუალებები და სუბსიდიები; (IV) რენტა, პროცენტებიდან მიღებული შემოსავლები და სხვა; (V) სპეციალური კავშირის წევრი ქვეყნების შენატანები იმ შემთხვევაში, როდესაც (I)-(IV) პუნქტებით გათვალისწინებული შემოსავლის რაოდენობა არაა საკმარისი სპეციალური კავშირის გასავლის დასაფარავად. (4) (ა) საფასურის რაოდენობა, რომელიც მითითებულია მე-7(2) მუხლში, დგინდება ასამბლეის მიერ, გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე. (ბ) ამ საფასურის რაოდენობა დგინდება ისე, რომ სპეციალური კავშირის შემოსავალი, ნორმალურ პირობებში, საკმარისი იყოს საერთაშორისო ბიუროს მიერ საერთაშორისო რეესტრის მუშაობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, იმ შენატანების გაუთვალისწინებლად, რომლებზეც მითითებული იყო მე-(3)(V) პუნქტში. (5) (ა) მე-(3)(V) პუნქტში მითითებული შენატანის დადგენის მიზნით, სპეციალური კავშირის თითოეული წევრი ქვეყანა მიეკუთვნება იმავე კლასს, რომელსაც ის ეკუთვნის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კავშირში და იხდის ყოველწლიურ შენატანს კავშირის მიერ ამ კლასისათვის დადგენილი წილობრივი ერთეულის საფუძველზე. (ბ) სპეციალური კავშირის თითოეული წევრი ქვეყნის წლიური შენატანის რაოდენობა ყველა წევრი ქვეყნის მიერ სპეციალური კავშირის ბიუჯეტში შეტანილ საერთო თანხასთან ისეთივე პროპორციაში, როგორც მისი წილობრივი კოეფიციენტი ყველა ქვეყნის წილობრივი კოეფიციენტების ჯამთან.

(გ) შენატანის გადახდის თარიღს ადგენს ასამბლეა.

(დ) ქვეყანა ვერ გამოიყენებს ხმის უფლებას სპეციალური კავშირის რომელიმე ორგანოში, თუ მას აქვს დავალიანება შენატანების გადახთსთან დაკავშირებით და, თუ მისი დავალიანება ტოლია ან აჭრბებს მასზე ორი სრული წლის განმავლობაში დაკისრებული შენატანის რაოდენობას. მიუხედავად ამისა, სპეციალური კავშირის ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ასეთი ქვეყნის ხმის უფლების გამოყენების ნება დართოს, თუ დარწმუნებულია, რომ გადახდის გადავადება მოხდა განსაკუთერებული და გარდაუალი მიზეზების გამო. (ე) იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი ფინანსური წლის დაწყებამდე, ბიუჯეტი არაა მიღებული, ფინანსური ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი რჩება იგივე, რაც იყო წინა წელს. (6) მე-(4)(ა) პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საფასურებსა და საერთაშორისო ბიუროს მიერ სპეციალურ კავშირთან მიმართებაში გაწეული სხვა მომსახურების ხარჯებისა და საფასურების რაოდენობას ადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ამის შესახებ ატყობინებს ასამბლეას. (7) (ა) სპეციალურ კავშირს გააჩნია საბრუნავი საშუალებების ფონდი, რომელიც იქმნება სპეციალური კავშირის თითოეული წევრი ქვეყნის ერთჯერადი გადასახადით. თუ საბრუნავი საშუალებების ფონდი არასაკმარისი გახდება, ასამბლეა დასვამს მისი გაზრდის საკითხს. (ბ) თითოეული ქვეყნის საწყისი შენატანის რაოდენობა ზემოთ ხსენებულ ფონდში, ან მისი მონაწილეობა ფონდის გასაზრედელად, პროპორციულია ამ ქვეყნის, როგორც სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კავშირის წევრის, შენატანისა ამ კავშირის ბიუჯეტში იმ წელს, როდესაც შეიქმნა ფონდი ან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მის გაზრდაზე. (გ) შენატანების თანაფარდობა და ვადები განისაზღვრება ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც მოსმენილ იქნება ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის აზრი. (8) (ა) შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმება, რომელიც დადებულია იმ ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს თავისი შტაბ-ბინა, ითვალისწინებს, რომ, თუ საბრუნავი საშუალებების ფონდი აღმოჩნდება არასაკმარისი, მაშინ ეს ქვეყანა გაიღებს ავანსებს. ამ ავანსების სიდიდე და მათი გაცემის პირობები ყველა შემთხვევაში წარმოადგენს შეთანხმების საგანს ამ ქვეყნასა და ორგანიზაციას შორის. (ბ) წინა (ა) ქვეპუნქტით მითითებულ ქვეყანას და ორგანიზაციიას გააჩნია უფლება წერილობითი ფორმით მოახდინონ ავანსების გაღების ვალდებულების დენონსირება, დენონსაცია ძალაში შედის იმ წლის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც გაიგზავნება შეტყობინება. (9) ანგარიშის აუდიტი ხორციელდება სპეციალური კავშირის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ან ასამბლეის მიერ დანიშნული გარე აუდიტორების მიერ ისე, როგორც გათვალისწინებულია ფინანსური ინსტრუქციით. ისინი ინიშნებიან მათი თანხმობით ასამბლეის მიერ.

მუხლი 12 (9-12 მუხლების შესწორებები)

(1) წინადადებები მე-9, მე-10, მე-11 და ამ მუხლებში შესწორებების შეტანის შესახებ შეიძლება წაყენებულ იქნეს ასამბლეის ნებისმიერი წევრი ქვეყნის ან გენერალური დირექტორის მიერ. ეს წინადადებები გენერალური დირექტორის მიერ ეგზავნება ასამბლეის წევრ ქვეყნებს ასამბლეაზე მათ განხილვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.

(2) წინა, (1) პუნქტში მითითებულ მუხლებში შესწორების შეტანა ხორციელდება ასამბლეის მიერ. შესწორებების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ხმათა სამი მეოთხედი, იმის გათვალისწინებით, რომ მე-9 მუხლსა და ამ პუნქტში შესწორებების მისაღებად საჭირო ხმათა ოთხი მეხუთედი.

(3) ნებისმიერი შესწორება მუხლებში, რომლებიც მითითებულია (1) პუნქტში, ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც გენერალური დირექტორი მიიღებს წერილობითი შეტყობინებებს ქვეყნის კონსტუტიციით გათვალისწინებული შესწორებების მიღებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების შესახებ იმ ქვეყნების სამი მეოთხედიდან, რომლებიც შესწორებების მიღების მომენტში არიან ასამბლეის წევრები. აღნიშნულ მუხლებში ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიღებულია ამ გზით, სავალდებულოა ყველა იმ ქვეყნებისათვის რომლებიც უკვე შესწორებების ძალაში შესვლის მომეტისავის უკვე არიან ასამბლეის წევრები ან გახდებიან მისი წევრები ამ თარიღის გასვლის შემდეგ იმ პირობით, რომ ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის სპეციალური კავშირის წევრი ქვეყნების ფინანსურ ვალდებულებას, ვრცელდება მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც აღიარეს ასეთი შესწორებები.

მუხლი 13 (ინსტრუქციები; რევიზია)

(1) შეთანხმების მოთხოვნების განსახორციებლად საჭირო დეტალები განსაზღვრულია ინსტრუქციით.

(2) შეთანხმების გადასინჯვა შეიძლება სპეციალური კავშირის წევრი წვეყნების კონფერენციებზე.

მუხლი 14 (რატიფიკაცია და მიერთება; ძალაში შესვლა; პარიზის კონვენციის 24-ე მუხლთან (ტერიტორიები) კავშირი; 1958 წლის აქტთან მიერთება)

(1) სპეციალური კავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტს, შეუძლია მისი რატიფიკაცია ხოლო, თუ მას ხელი ჯერ არა აქვს მოწერილი, შეუძლია მიუერთდეს მას.

(2) (ა) ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ შედის სპეციალურ კავშირში, მაგრამ სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის წევრია, შეუძლია მიუერთდეს ამ ფაქტს და ამ გზით გახდეს სპეციალური კავშირის წევრი.

(ბ) მიერთების შესახებ შეტყობინება უზრუნველყოფს მიერთებული ქვეყნების ტერიტორიაზე ზემოთ ხსენებული დებულებების გამოყენებას ადგილწარმოშობის დასახელებებისათვის, რომლებიც მიერთებისას წარმოადგენენ საერთაშორისო რეგისტრაციის ობიექტებს.

(გ) მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიუერთდა ამ აქტს, შეუძლია ერთი წლის ვადაში განაცხადოს საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებული რომელი ადგილწარმოშობის დასახელებების მიმართ სურს მე-5(3) მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება.

(3) რატიფიკაციისა და მიერთების შესახებ დოკუმენტების დეპონირება ხდება გენერალურ დირექტორთან.

(4) ეს შეთანხმება იყენებს სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის 24-ე მუხლის დებულებბებს.

(5) (ა) იმ ხუთი ქვეყნისათვის, რომლბმაც პირველებმა მოახდინეს მათი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირება, ეს აქტი ძალაში შედის ასეთი მეხუთე დოკუმენტის შეტანიდან სამი თვის შემდეგ. (ბ) ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის ეს აქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც მისი რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება გენერალურ დირექტორს, თუ რატიფიკაციის ან მიერთებვის შესახებ დოკუმენტში უფრო გვიანდელი თარიღი არ არის მითითებული. მეორე შემთხვევაში ამ ქვეყნისათვის აქტი ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.

(6) რატიფიკაციას ან მიერთებას ავტომატურად მოსდევს ამ აქტის ყველა დებულებითა და ყველა უპირატესობით სარგებლობა.

(7) არსებული აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყანას შეუძლია მიუერთდეს ამ შეთანხმების 1958 წლის 31 ოქტომბრის საწყის აქტს, მხოლოდ ამ აქტის რატიფიკაციას და მასთან მიერთებასთან ერთად.

მუხლი 15 (შეთანხმების ხანგრძლიობა; დენონსაცია).

(1) არსებული შეთანხმება ძალაშია, ვიდრე მისი წევრია არა ნაკლებ ხუთი ქვეყნისა.

(2) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია არსებული აქტის დენონსაცია გენერალური დირექტორისათვის შეტყობინების გაგზავნის, საფუძველზე. ასეთი დენონსაცია განაპირობებს 1958 წლის 31 ოქტომბრის საწყისი აქტის დენონსაციასაც და ეხება მხოლოდ იმ ქვეყნას, რომელმაც მოახდინა ეს დენონსაცია; სპეციალური კავშირის სხვა ქვეყნებისათვის არსებული შეთანხმება მთლიანად ძალაში რჩება და ექვემდებარება შესრულებას.

(3) დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მისი მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ.

(4) ნებისმიერი ქვეყნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება არ გამოიყენება, ვიდრე არ გავა ხუთწლიანი ვადა იმ დღიდან, როდესაც ეს ქვეყანა გახდა სპეციალური კავშირის წევრი.

მუხლი 16 (1958 წლის აქტის გამოყენება)

(1) (ა) არსებული აქტი ცვლის 1958 წლის 31 ოქტომბრის საწყის აქტს სპეციალური კავშირის იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია ან მიუერთდენენ მას.

(ბ) თავის მხრივ, სპეციალური კავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ამ აქტის რატიფიკაცია ან მიუერთდა მას, ვალდებულია სპეციალური კავშირის იმ წევრ ქვეყნებთან ურთიერთიბისას, რომლებმაც არ მოახდინეს ამ აქტის რატიფიკაცია ან არ მიუერთდნენ მას, იმოქმედოს 1958 წლის 31 ოქტომბერის საწყისი აქტის მიხედვით.

(2) სპეციალურ კავშირს გარეთ მყოფი ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ამ აქტის მონაწილენი, იყენებენ ამ აქტს ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო რეგისტრაციებისათვის, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ბიუროში, სპეციალური კავშირის ნებისმიერი იმ წევრი ქვეყნის უწყების მოთხოვნით, რომელიც არ არის ამ აქტის მონაწილე, იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ქვეყნების მიმართ ეს რეგისტრაციები აკმაყოფილებენ ამ აქტის მოთხოვნებს. რაც შეეხება საერთაშორისო რეგისტრაციებს, რომელიც ხორციელდება ქვეყნების მიერ, რომლებიც არ შედიან სპეციალურ კავშირში, მაგრამ გახდნენ ამ აქტის მონაწილენი, ასეთი ქვეყანები აღიარებენ, რომ სპეციალური კავშირის ზემოხსენებულ ქვეყნებს შეუძლიათ მოითხოვონ 1958 წლი 31 ოქტომბრის საწყისი აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

მუხლი 17 (ხელმოწერა, ენები, დეპოზიტარის ფუნქციები)

(1) (ა) ხელის მოწერა ხორციელდება არსებული აქტის მხოლოდ ერთ ეგზემპლიარზე, ფრანგულ ენაზე და შესანახად გადაეცემა შვედეთის მთავრობას.

(ბ) ოფიციალური ტექსტი დგინდება გენერალური დირექტორის მიერ, დაინტერესებულ მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ, იმ სხვა ენებზე, რომელსაც განსაზღვრავს ასამბლეა.

(2) ეს აქტი ხელმოსაწერად ღიაა სტოკჰოლმში 1968 წლის 13 იანვრამდე.

(3) გენერალური დირექტორი შვედეთის მთავრობის მიერ დამოწმებულ ამ აქტის ხელმოწერილი ტექსტის ორ ასლს უგზავნის სპეციალურ კავშირს ყველა წევრი ქვეყნის მთავრობას და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას.

(4) გენერალური დირექტორი ახორციელებს ამ აქტის რეგისტრაციას გაერთთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

(5) სპეციალური კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობას გენერალური დირექტორი ატყობინებს ხელმოწერების, რატიფიკაციისა და მიერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების, ამ აქტის დებულებების ძალაში შესვლის, დენონსაციისა და დეკლარაციის შესახებ მე-14 მუხლის მე-2 (გ) და მე-(4) პუნქტების შესაბამისად.

მუხლი 18 (გარდამავალი დებულებები)

(1) პირველი გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ძალაში შესვლამდე, ამ აქტში მითითება ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროზე ან გენერალურ დირექტორზე მიიჩნევა მითითებად სპეციალური კავშირის ბიუროზე, სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციაზე ან მის დირექტორზე.

(2) სპეციალური კავშირის ქვეყნებს, რომლებმაც არ მოახდინეს ამ აქტის რატიფიკაცია ან არ მიუერთდნენ მას, ორგანიზაციის დამაარსებელი კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში შეუძლიათ სურვილისამებრ ისარგებლონ ამ აქტის მე-9-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით. თითქოს ისინი ვალდებულნი იყვნენ ამ მუხლების შესრულებაზე. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ამ უფლებების გამოყენების სურვილი, ამის შესახებ წერილობით ატყობინებს გენერალურ დირექტორს; ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. ასეთი ქვეყნები მიიჩნევა ასამბლეის წევრებად აღნიშნული ვადის გასვლამდე.

რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის

2004 წლის 17 თებერვლის N 3343 – რს დადგენილებით


tag: